|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად, ქუთაისში  ნიკეაზე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ " შპს" საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი,  გიორგი შუხოშვილიც. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
ნაგავსაყრელის ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა კი განხორციელდება 2014-2017 წწ, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

ავტორი: ნიუპრესი