|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩაკ ჰეიგელი - ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს როგორც მნიშვნელოვანი გამარჯვება

ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს, როგორც მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
"პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო, საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ გააფართოვოს ნატო-ს ფარგლებში მუშაობა. ნატო-ში საქართველოს წევრობა - ეს არის ის, რისი ერთგულებიც ჩვენ ვრჩებით. ასევე ეს აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამაც", - განაცხადა ჰეიგელმა. 
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი