|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის  13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 5 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. 

13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში ბაზა "ფენიქსზე" საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.
ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ავღანეთში საბრძოლო ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

ავტორი: ნიუპრესი