|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორებს 11 სექტემბერს აირჩევენ

ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევა  მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოხდება. სკოლის დირექტორები საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს. არჩევნებამდე კი, განათლების სამინისტრომ 5 სექტემბერს თითოეულ სკოლას მათ მიერ შერჩეული დირექტორების კანდიდატების სია წარუდგინა.

დირექტორობის მსურველებს საშუალება ქონდათ თავიანთი პრეზენტაცია განათლების სამინისტროს  წარმომადგენლებისთვის წარედგინათ. პრეზენტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დირექტორობის  კანდიდატებმა 1, 2 და 3 სექტემბერს ქუთაისში ჟვანიას სახელობის სკოლაში წარუდგინეს. 
"დირექტორობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ იმ სკოლის  განვითარების ხედვა რომელ სკოლაშიც სურდათ დირექტორობა", - აღნიშნა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ.   

ავტორი: თეკლე მორგოშია