|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლი წელი 15 სექტმებრიდან განახლდება. 

ამ დროისათვის ქუთაისში არსებულ 35 საბავშვო ბაღში რეგისტრირებულია 9 350 ბავშვი. ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აიპ გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ბავშვთა რაოდენობის ზრდამ 5 ახალი ჯგუფის გახსნა გამოიწვია. რომლისთვისაც დამატებით  2 ახალი შენობის აშენება მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება.  

ავტორი: თეკლე მორგოშია