|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ქუთაისში მამაკაცის ცემაზე - განცხადებით მომართვის გარეშე არ გვაქვს რეაგირების უფლება

ქუთაისში გელათის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემასთან დაკავშირებით შსს პრეს-სამსახურში newpress.ge-სთან განმარტებას აკეთებენ.

პრეს-სამსაახურის წარმომადგენლის ტატო კუჭავას განცხადებით, შსს-ში ინფორმაცია მევლუდ კოდუას ცემის ფაქტზე ამ დრომდე არ შესულა.
"შინაგან საქმეთა ორგანო ფაქტზე მოკვლევას განახორციელებს მას შემდეგ, რაც დაზარალებული ან მისი ოჯახის წევრები უწყებას განცხადებით მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს რეაგირების უფლება," - განაცხადეს შსს პრეს-სამსახურში.
კოდუას მეზობელი, თამარ ფურცხვანიძე კი აცხადებს, რომ დაზარალებული მარტოხელა და მას ნათესავები არ ჰყავს.
"უწესიერესი ადამიანია. ამდენი წელია ჩვენთან ცხოვრობს და მისგან ნაწყენი ჯერ არავინაა. ვინც მაგას ქურდობა მოუგონა დასჭერი ისაა," - აცხადებს თამარ ფურცხვანიძე.
თავად დაზარალებული ამ დროისათვის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, დაზარალებულზე მუქარის სახით ზეწოლა ხორციელდება.
newpress.ge ინფორმაციით საპარტულო პოლიციის თანამშრომელი ამ დროისათვის სამსახურებრივ მოვალეობას ჩვეულებრივ ასრულებს.

ავტორი: დეა მანაგაძე