|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში 350 000 ლარის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე წელს 350 000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები განხორცილედა.
როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, სრულად გარემონტდა სამზარეულოები, დამხმარე სათავსო ოთახები. ყველა შენობაში ცალკე გამოიყო და მოწესრიგდა სველი წერტილები ადმინისტრაციისათვის. 3 შენობა გადაიხურა მთლიანად. 4 შენობაში განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ბავშვთა რაოდენობის ზრდამ 4 საბავშვო ბაღში გამოიწვია 5 ახალი ჯგუფის გახსნა.
საბავშვო ბაღები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ნანა ლორთქიფანიძემ დღეს დაათვალიერეს.
,,ბაგა-ბაღები ქალაქის ბალანსზეა, ვნახეთ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა, გავესაუბრეთ დირექტორებს. ამ დროისათვის ქუთაისში არსებულ 35 საბავშვო ბაღში სრული მზადყოფნაა აღსაზრდელების მისაღებად. არის ბაღები, სადაც მცირე პრობლემებია, მაგრამ სისუთავეა. მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმის დროს ვეცდებით გავითვალისწინოთ ყველა პრობლემა რაც არსებობს. ჩვენ გვინდა ბავშვებს საუკეთესო გარემო ჰქონდეთ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი