|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და წყალტუბოში ამერიკელი და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართება

10 სექტემბერს, 22 საათზე ქუთაისსა და წყალტუბოში სოლიდარობის აქცია გაიმართება.  წყალტუბოში, მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია "არა ტერორიზმს და არა სეპარატიზმს" სპორტის სასახლის წინ მიმდებარე სკვერში გაიმართება,  ხოლო ქუთაისში - ცენტრალურ მოედანზე. 

"ვუცხადებთ სოლიდარობას ამერიკელ ხალხს, 13 წლის წინ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული ტრაგედიის გამო და ასევე, უკრაინელ ხალხს, დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარე ხელოვნური პროცესებისა და სეპარატიზმის გაღვივების გამო," – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ყველა მსურველს აღნიშნული სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის იწვევენ.

ავტორი: დეა მანაგაძე