|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ღატაკი სტატუსის მქონე ოჯახებს საპილოტედ დაეხმარება

ქუთაისის მერიამ ღატაკი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღნიშნული ოჯახები გადასახური მასალით უზრუნველყო და სამუშაოებიც შეასრულა.

მიმდინარე  წელს პროგრამის ფარგლებში სულ  33 სახლი გადაიხურა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ამაგი " ასრულებს. 
"პროექტი წარმატებულია, სამუშაოებიც საკმაოდ ხარისხიანად სრულდება, ეს პროგრამა არის სიახლე რომელიც წინა წლის ბიუჯეტში შევიტანეთ.ღატაკი სტასუსის მქონე ოჯახებს ვისაც 57000 ქულას ქვემოთ აქვს ავარიულ სახურავებს მთლიანად ვუცვლით. წელს 33 ესეთი ოჯახი შეირჩა, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები ამ პროგრამისთვის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ოჯახს დავეხმაროთ", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 

ავტორი: ნიუპრესი