|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრების სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, 1956 წელს დაბადებული ლევან კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 74 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ლევან კ. აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი