|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ დროისათვის დოლარის შესაძენი ფასი 1,85-დან 1,95-მდე მერყეობს

ქუთაისში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში,  ლარის კურსის ცვალებადობა აქტუალური თემაა.   როგორც „newpress.ge“-ს  სავალუტო  პუნქტებში განუმარტეს, ლარის კურსმა გასულ დღეებთან  შედარებით მოიმატა.  ქუთაისში სავალუტო ჯიხურების ნაწილი დოლარს 1,85- ად ყიდულობს და 1,93-ად ყიდის. მეორე ნაწილისთვის კი  შესყიდვის ფასი 1,86, ხოლო გაყიდვის -  1,95 - ია.

როგორც სავალუტო ჯიხურებში ამბობენ, გასულ კვირაში დოლართან დაკავშირებით პანიკა არ შეინიშნებოდა, ამ პერიოდში ქუთაისელები ლარს და  დოლარს იგივე ინტენსივობით ყიდულობდნენ, როგორც სხვა დროს.

„დოლარის  და ლარის ყიდვა-გაყიდვა თანაბარი რაოდენობითაა, თითქმის 50/50-ზე.  როგორ ადრე, ახლაც ისე ვმუშაობთ. ლარის გაუფასურების პერიოდში  მოსახლეობის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული აქტივობა არ ყოფილა.“  

ლარის კურსის შესახებ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.  მისი თქმით,  ლარის  კურსი დოლართან მიმართებაში აღარ დაეცემა.

„ლარის კურსთან მიმართებაში  იყო აჟიოტაჟი და შაბათ-კვირამ ეს აჩვენა, რადგან აღმავალ ტრენდს შაბათ-კვირა დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კურსი დაბლა წამოვა. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ 1,85-თან ან 1,80-თან დოლარის კურსს.“- განაცხადა  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა  მოადგილემ დიმიტრი ქუმსაშვილმა.

შეგახსენებთ, ლარის კურსის ვარდნა 21 ნოემბრიდან დაიწყო და დოლარის გასაყიდმა ფასმა 2 ლარსაც გადააჭარბა.  ამ დროისათვის კი ლარი კურსის ოფიციალური გაცვლითი კურსი  1,95-ია.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა