|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიქაბერიძე:"საჯარო დაწესებულებაში ბატონყმური მოპყრობა არ უნდა იყოს"

    ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით განვითარებული მოვლენების   შეაფასეს. ეს ეხებოდა, როგორც  პოლიციის მხრიდან გადამეტებული  ძალის გამოყენებას, ოჯახურ ძალადობას, საჯარო სამსახურებში ადამიანის უფლებების შელახვას და ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ „გასაღების“ თემას. მომხსენებლებმა   დადებითად შეაფასეს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მიზნად დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ისახავს.

     როგორც საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ჭიქაბერიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების დაცვა და აღნიშნა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ბატონყმური მოპყრობა არ უნდა იყოს“. მან  ასევე ყურადღება  გაამახვილა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებზე,  მისი თქმით, ასეთი ორი ფაქტი  წყალტუბოში დაფიქსირდა.

  საიას ქუტაისის ფილიალის ხელმძღვანელის განმარტებით, საჭიროა  ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნა: ,,უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანიზმი, რომელიც პოლიციელების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტებს გამოიძიებს“ - განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.

  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში   საიას ქუთაისის ფილიალმა   დაახოლებით 100-მდე  საქმე განიხილა(სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული), რომელთაგან ერთი მესამედი, განსხვავებით წინა წლებისა, წარმატებით დასრულდა.

     შეგახსენებთ, საიას წარმომადგენლობა ქუთაისში 1996 წლიდან ფუნქციონირებს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა