|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არალეგალური მიგრაცია ტრეფიკინგის წინაპირობაა

"არალეგალური მიგრაციის შედეგად მოსახლოების ნაწილი ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება.  ქვეყანაში უკანონოდ შესვლასთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა,  არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრებაში პრობლემებს უქმნის", - ამის შესახებ დღეს ქუთაისელ სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა  და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები   ესაუბრნენ. 

 "ხშირად არალეგალური მიგრაციის ძირითად მიზეზს ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს. ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, რათა  ევროკავშირსა და არალეგალურ მიგრაციაზე ინფორმაცია მივაწოდოთ.  ეს გაუადვილებთ მათ შეძლონ საზღვარგარეთ გამგზავრება და დასაქმება სწორი წარმოდგენელის საფუძველზე."- განაცხადა საიას მიგრაციის პროექტის კოორდინატორმა თათია მაჭარაშვილმა.

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი სტუდენტებს ანალიტიკური ჯგუფების შექმნას სთავაზობს, სადაც სტუდენტები    ადამიანის უფლებების შესახებ კვლევებს მოამზადებენ.  საუკეთესო ნაშრომს  კი სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს. 

 "მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიღება ევროკავშირსა და ადამიანის უფლებებზე, მითუმეტეს, როცა ეს ეხება საზღვარგარეთ გამგზავრებას, იქ მუშაობას ან სწავლას. მე მინდა მივიღო ამ კონკურსში მონწილეობა, რომელიც ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდას ემსახურება",- აღნიშნა  აწსუს სტუდენტმა პაპუნა რევიშვილმა.

პროექტი  "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მიმართული მიგრაციის ხელშეწყობა" ევროკავშირის დაფინასებით,  იმერეთის გარდა, ათ რეგიონში ხორციელდება.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა