|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუბილესათვის ემზადება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 45 წლის იუბილესათვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით ოპერაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.  დაგეგმილ ღონისძიებებზე თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა ისაუბრა, მისი თქმით, საიუბილეო კვირეული 23-27 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.
"23- ში გაიხსენება იუბილე გალა კონცერტით, თეატრი გაიხსენებს თეიმურაზ კობახიძეს, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირიჟორი იყო. 24-ში ჩამოდის თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ისინი გამართავენ გალა კონცერტს, 26-ში თეატრის ღვაწლმოსილი არტისტების გიორგი ლომთაძისა და ანატონი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი, ხოლო 27-ში საიუბილეო ღონისძიება ლეონკავალოს სპეკტაკლით "ჯამბაზები" დაიხურება" -განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.
ღონისძიებებზე დარიგდება მოსაწვევები, ასევე გაიყიდება ბილეთები.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა