|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2014 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან არ შელახულა გამოხატვის თავისუფლება, გაუმჯობესდა და შედარებით მრავალფეროვანი გახდა მედია გარემო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად კვლავ რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია,  გამოკვეთილ უარყოფით ტენდენციებს შორის საგანგაშოა ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები და სიმძაფრე, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ინციდენტების მიმართ ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირება ქობულეთის მუსლიმური პანსიონისა და მოხეში მეჩეთის დემონტაჟისას განვითარებული მოვლენების დროს. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დაკავებებისას არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთგზის მოწოდებისა, მთავრობას დღემდე არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოსშრომის ინსპექციის შესაქმნელად. -ნათქვამია უჩა ნანუაშვილის ანგარიშში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა