|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ქუცნაშვილი:"არ შეიძლება ადამიანი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად და ეს გრძელდებოდეს უვადოდ"

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი,  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლებს შეხვდა. 
    შეხვერდრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  ძირითადი აქცენტი დასაქმების პრობლემაზე გაკეთდა.    ქუცნაშვილის განცხადებით,  დასაქმებისას არ შეიძლება კ ონკრეტული ასაკობრივი ზღვარის დაწესება. მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ასევე პრაქტიკულად სრულიად გაუქმებულია  მოვალოების შემსრულებლის უვადო ინსტიტუტები.
     ,,არ შეიძლება ადამიანი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად და ეს გრძელდებოდეს უვადოდ, დღევანდელი კანონმდებლობის  მიხედვით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა მხოლოდ ორი თვის ვადით არის შესაძლებელი და ამის შემდგომ დამსაქმებელი ვალდებულია, დანიშნოს ტესტირება. იყო სიტუაციები, როდესაც ხდებიოდა ,,ტესტირების" გავლა ორ ეტაპად, ეს იყო საბუთების შერჩევა და შემდეგ გასაუბრება, სადაც სრულებით იყო შესაძლებელი მიკერძოება კონკრეტული პირის მიმართ, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილება, რომ ტესტირება ხდება სამ ეტაპად. საბუთების შერჩევას და გამოცდას დაემატა  გასაუბრება. სწორედ ამის შემდეგ ხდება პირის კონკრეტულ ადგილზე დანიშვნა." - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა