|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ქუცნაშვილი:"სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იქნება, ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება"

  უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  ანტიდისკრიმინაციულ კანონს შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კანონის მიღებამ უმრავლესობა პოლიტიკურად დააზარალა, თუმცა  კანონის მიღებას მაინც სერიოზულ მიღწევად მიიჩნევს.

  ქუცნაშვილმა  იმ კონკრეტულ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ამ კანონის მიმართ კრიტიკის ტალღა აგორდა და მთავარი მიზეზი, ერთსქესიანთა ქორწინება გამოყო. მან იქვე განმარტა, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოში ამგვარი ქორწინების დაკანონება  არ მოხდება.
   ,,ამ კანონის მიღებით პოლიტიკური ზიანი მოგვადგა და ეს ყველაფერი ერთსქესიანთა ქორწინების შიშმა გამოიწვია. როდესაც ამ კანონზე ვმუშაობდით, ჩვენ ვთხოვეთ ჟოზე მანუელ ბაროზას გაეკეთებინა განცხადება, რომ ამ კანონის მიღება არ ნიშნავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და რომ საქართველოში ეს არ მოხდებოდა. ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ჩვენთვის ამგვარი რამ მიუღებელია. სანამ "ქართული ოცნება"  ხელისუფლებაში იქნება, ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება და მეტიც, ამ საკითხის განხილვაც კი არ მოხდება" - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა