|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში მედიაპროფკავშირი იქმნება

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“  და „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“  მედიაპროფკავშირების შექმნის იდეით გამოდის.  იციატივა  ასოციაციების წარმომადგენლებმა ქუთაისში ადგილობრივ მედიასაშუალებებს გააცნეს.  შეხვედრა  გენდერის მედიაცენტრში გაიმართა.

 როგორც მედიაპროფკავშირების შექმნის ინიციატორები ამბობენ,  ეს გაერთანება ხელს შეუწყობს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას, მათი პრობლემების ერთმანეთში გაზიარებას და მოგვარებას.  მათივე თქმით, ქართველი ჟურნალისტები პროფკავშირების ბორდის წევრების არჩევას თავად შეძლებენ.    

„ჩვენ შევხვდებით ჟურნალისტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და გავაცნობთ  ამ იდეას. მას შემდეგ,  რაც ყველა იქნება ინფორმირებული,  მოეწყობა ჟურნალისტთა კონგრესი, დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად თავად ჟურნალისტები გადაწყვეტენ ბორდში შემავალი წევრების ვინაობას. ჟურნალისტები იქნებიან ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლები“, - განაცხადა  ევროკავშირის პროექტის კოორდიანტორმა საქართველოში გენო ჯოხიძემ.

პროექტს, მედიაპროეფკავშირების შესაქმნელად ევროკავშირი აფინანსებს.  საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზვიად ფოჩხუას თქმით, „მედია ევროკავშირთან ასოცირების კუთხით დიდი როლს თამაშობს, პროფკავშირის შექმნა  მედიაში პროფესიული კავშირების  არასახარბიელო მდგომარეობამ გამოიწვია.“ 

ქუთაისში ადგილობრივი მედიასშულებების წარმომადგენლები მედიაპრიფკავშირების შექმნის იდეას  მიესალმებიან. „ეს  პირველი შეხვედრაა და ჩემთვის მათი წინადადებები მისაღებია“- აღნიშნა ჟურნალისტმა მაია ყუფარაძემ.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“  და „ჟურნალისტთა საერთაშირისო ფედერაცია“  ევროკავშირის მხარდაჭერით შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს, შედეგებს კი  3 თვის შემდეგ  შეაჯამებს.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა