|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგერის საკრებულოს წევრი-"შეაჩერეთ ეს ფეოდალიზმი!"

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ცაგერის საკრებულოს წევრმა„ქართული ოცნებიდან“, "რესპუბლიკელმა"  ბელა საღინაძემ  პრესკონფერენცია  გამართა, სადაც  ცაგერის  მაჟორიტარი სერგო ხაბულიანი  "ფეოდალურ მმართველობაში" დაადანაშაულა. „ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, თვითმმართველობა კი არა, "ნაციონალი"მაჟორიტარის, სერგო ხაბულიანის ფეოდალური მმართველობაა. სწორედ ხაბულიანის ხელდასმით გაბატონდნენ საკრებულოში მისი თანაპარტიელები.  სარებულოში ფრაქციები და აპარატის განყოფილებები მისი გადაწყვეტილებით,  მისივე ფავორიტებისათვის იქმნება“, – განაცხადა ბელა საღინაძემ. 

 "ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს არც ერთ რაიონში საკრებულოს თანამდებობის პირებს არ აქვთ ასეთი განსხვავებული  სარგოები, როგორც ეს ცაგერშია- საკრებულოს თავმჯდომარეს -2100 ლარი, მოადგილეს-1100 ლარი, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეებს – 650 ლარი, აპარატის უფროსს -700 ლარი, თავმჯდომარის თანაშემწეს -700 ლარი“-აღნიშნა "რესპუბლიკელმა" ბელა საღინაძემ. მისივე თქმით,  ხაბულიანის ფეოდალური მმართველობა ცაგერის თვითმმართველობაში  2010 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, რაშიც  ხელს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები უჭერდნენ.

"მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, შეახსენეთ ხაბულიანს თავისი უფლება-მოვალეობანი და შეაჩერეთ ეს ფეოდალიზმი!" – აცხადებს ცაგერის საკრებულოს დეპუტატი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა