|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ქუცნაშვილი: "ხმის მიცემის სანაცვლოდ ვინმეს ციხიდან გამოყვანის დაპირება წარსულს ჩაბარდა"

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული სამი არჩევნების (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობა) მიხედვით, საქართველოში წარსულს ჩაბარდა ისეთი დაპირებების სანაცვლოდ ხმების მიღება, როგორიცაა ვინმეს ციხიდან გამოყვანა, ბიზნესზე ზეწოლა და სხვა მსგავსი სახის დაპირებები.

   ,,ჩვენ სამი არჩევნები ჩავატარეთ, რომელთა მაგალითზე დამტკიცდა, რომ წარსულს ჩაბარდა ხმების სანაცვლოს ხალხისთვის მიცემული დაპირებები, ვინმეს ციხიდან დახსნის შესახებ, ბიზნესისთვის "წითელის ანთება", აგიტატორების მიერ მოსახლეობის დატერორება და სხვა" - განცხადა ქუცნაშვილმა ქუთაისში საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
    ქუცნაშვილმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ძალაში დარჩა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების  დაპირება, რომლის შესრულებაც არც თუ  ადვილია.
     თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავარი დაპირება  "პოლიტმატიმართა" ციხიდან გამოშვება იყო, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდა კიდეც.

ავტორი: გიგა გელხვიიძე