|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გოგი წულაიას პასუხობს

პარტიათავისუფალი საქართველოსქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდი არამიზნობრივად არის დახარჯული.

  ამასთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფისში ბრიფინგი გამართა.

სარეზერვო ფონდი არამიზნობრივად არის დახარჯული. როცა ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ათასობით ლარი თვითმფრინავის ბილეთსა და რესტორნებში აქვთ დახარჯული. ასევე წინასაარჩევნოდ გაურკვეველი ადამიანებისთვის, ზოგან 300, 200 და 500 ლარი აქვთ დარიგებული“ - განაცხადა წულაიამ.

   წულაიას მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. მან გოგი წულაიას განცხადებას  "პოლიტიკური მასხარაობა" და "საკუთარი თავის აგდება" უწოდა. ასვე აღნიშნა, რომ სარეზერვო თანხიდან არამიზნობრივად თანხის ხარჯვა არ ხდება.

  ,,აღნიშნული განცხადებები ამ ბოლო დროს უფრო იუმორისტული გამონათქვამებს  დაემსგავსა. რაც შეეხება მერიის სარეზერვო ფონდს, მისი განკარგვის კონკრეტული წესი არსებობს. ფორსმაჟორულ სიტუაციებში სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემა საჭიროებისამებრ ხდება, თუ კი ამის საჭიროება არის, აღნიშნულის გაკეთება მეც კი შემიძლია. რაც შეეხება რაიმე საწვავს, ბილეთს ან მსგავსს, ეს სრული აბსურდია“ - განაცხადა ჯავახიამ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე