|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის განვითარების პრიორიტეტული გეგმა წარმოადგინეს

მერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ   საკონსულტაციო სხდომაზე იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იმერეთის რეგიონალური განვითარების ხედვა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა. სოსო ხახალეიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს იმერეთის განვითარების გეგმის 6 პრიორიტეტული მიმართულება წარუდგინა. ესენია: რეგიონების მაცხოვრებლების საჭიროებებზე ორიენტირებული მართვის სისტემის უზრუნველყოფა. ჯანსაღ, უსფრთხო და სოციალურად განვითარებლი საზოგადოება იმერეთი -ადგილი მეწარმეებისათვის.  სოფლის კატეგორიის დასახლების და სოფლის მეურნეობის განვითარება.  იმერეთი- საქართველოს დასავლეთის ტურისტული ჰაბი. რეგიონალური, ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ურთიერთობები.

სოსო ხახალეიშვილის თქმით,  გეგმაზე მუშაობისას გათვალისწინე რეგიონის პროექტების სუსტი და ძლიერი მხარეები, ყურადღება მიექცა ეკონომიკური ზრდისთვის გათვალისწინებულ პროექტებს.

"საკონსულტაციო საბჭოს წარვუდგინეთ პროექტის სამუშაო ვარიანტი. საბჭომ შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით პროექტი მოიწონა. პროექტში გათვალისწინებულია ყველა ასპექტი და მუნიციპალიტეტებს აქვთ თავიანთი სამოქედო გეგმა"- განაცხადა სოსო ხახალეიშვილმა.

აღნიშნული პროექტი დასამტკიცებლად რეგიონალურ და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია