|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს

16 დღიანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა, თემაზე "რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს?"

დისკუსიაზე ძირითადი საუბარი ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა. ერთ-ერთი მომხსენებლის, პროფესორის, ფსიქოლოგის, მერაბ მაღრაძის თქმით, პრობლემის აღმოფხვრისთვის მთავარი კანონმდებლობაში ცვლილებებია.

"მნიშვნელოვანია, ასევე, ადამიანის თვითშეგნების ამაღლება. არის მომენტებიც, როდესაც ზოგ მსხვერპლს არ აქვს სურვილი თავი დააღწიოს მოძალადეს. არიან ადამიანები, ვისაც მსხვერპლის როლში ყოფნა ურჩევნია. ესეც განაპირობებს გარემოებას, რადგან ძალადობა ცარიელ ადგილზე არ ჩნდება", - აღნიშნა მაღრაძემ.

შეხვედრაზე ფილმის ჩვენებაც გაიმართა. მასში ამერიკელი მწერალი და ცნობილი ადვოკატი ლესლი მორგან სტეიკერი, წარსულში თავადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ხსნის,  როგორ შეუძლია საზოგადოებას დაარღვიოს სიჩუმე და გახდეს სოლიდარული.

მსგავსი შეხვედრები USAID-ის ორგანიზებით, ქუთაისის გარდა, 9 ქალაქში გაიმართა. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი