|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის საბჭოს სხდომას მაჟორიტარი დეპუატატები დაესწრნენ

იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები გუბაზ სანიკიძე, ელისო ჩაფიძე, გოგი ქავთარაძე სხდომას მოგვიანებით შემოუერთდნენ. დეპუტატებმა იმერეთის განვითარების გეგმა მოისმინეს და შეაფასეს. „ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, სოფელში, ადამიანები ელოდებიან იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ოჯახებზე უნდა აისახოს, ამიტომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანს ჰქონდეს წყალი, მას უნდა ჰქონდეს გზაც. საკმაოდ ნორმალურადაა წარმოდგენილი თანხების გადანაწილება. იმედია, კიდევ მოხდება თანხების ზრდა.“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას.

 იმერეთის რეგიონის სტრატეგიული გეგმა 6 ძირითადი პრიორიტეტისგან შედგება, სტრატეგიაში იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა წარმოდგენილი. ზაზა მეფარიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ გეგმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არ უნდა დარჩეს.
 იმერეთის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2014 -2021 წლებში უნდა განხორციელდეს.

ავტორი: ანა ჯიქია