|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე: „ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში ქუთაისს ასეთი დაფინანსება არ ჰქონია“

ქუთაისისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განკუთვნილი თანხები  და მიზნობრიობა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ შეაფასა: “მოვისმინეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა არა  იმერეთში 2014 წელს. წარმოადგინეს 2015 წლის პრიორიტეტები. რაც შეეხება ქუთაისს,  აქ სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახორციელებელი, გამოყოფილია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 მილიონ ლარამდე, გამორიცხული არაა ეს თანხა კიდევ გაიზარდოს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში ქუთაისს ასეთი დაფინანსება არ ჰქონია.“- განუცხდა "Newpress.ge-ს გუბაზ სანიკიძემ.

იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მიერ 2015 წელში განსახორციელებელი პროექტები წარადგინეს. ქუთაისისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი, საერთო ჯამში, დააახლოებით 15 მილიონ ლარს გამოყოფს. აქედან მილიონი ლარი ეზოების კეთილმოწყობაზე დაიხარჯება, ლიფტების რეაბილიტაციისთვის 500 ათასი ლარია განკუთვნილი, ღვარსადენები - დაახლოებით მილიონ 300 ათასი, გზების სარემონტო სამუშაოებზე დაახლოებით 12 მილიონი დაიხარჯება.

იმერეთის საკონსულტაციო სხდომას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები, გამგებლები საკრებულოს თავმჯდომარეები და საბჭოს სხვა წევრები დაესწრნენ. 

ავტორი: ანა ჯიქია