|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეპრესირებული მოქალაქე კუთვნილ კონპენსაციას მოითხოვს

 საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებულმა მევლუდ ბობოხიძე რეპრესირებულთათვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. „Newpress.ge“-  სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ  თანხის მიღების მიზნით მან რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

„ვაპროტესტებ ხელისუფლების უთავო პოლიტიკას, ეს ეხება, როგორც მოქმედ, ისე წინა ხელისუფლებასაც. რეპრესირებულებს 10-15 წელია კონპესაცია გვეკუთვნის და არ მოუციათ. მათ მიერ აღებული პრემიებით სულ მცირე სამჯერ მანიც მოგვცემდნენ ჩვენ კუთვნილ თანხას.“- განაცხადა მევლუდ ბობოხიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ რეპრესირებული პირების საკონპენსაციო თანხა თითო ადამიანზე 4 ათასი ლარის ოდენობით განსაზღვრა. მევლუდ ბობოხიძე კონპენსაციის მიღების  მოთხოვნით განცხადების შეტანას საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ აპირებს.

ავტორი: ანა ჯიქია