|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "მერმა უნდა იცოდეს, რომ იგი ბატონი არაა და მერია მისი სამამულო"

ქუთაისის  წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და ორგანიზაციის "ევროპა ჩველი სახლია"  დამფუძნებელი გია გოქაძე  ადგილობრივ თვითმმართველობას კონკურსის  ტენდენციურად  ჩატარებაში ადანაშაულებს და კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.  მისი თქმით, არ არსებობდა კონტროლის მექანიზმი, რომლიც გააკონტროლებდა, როგორც ტესტირებ,  ასევე გასაუბრების ეტაპს. "კონკურის არც ერთი ეტაპი არ იყო გამჭვირვალე, მას არ აკვიდებოდა არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ მივმართეთ მერიას გადმოეცათ ტესტირების ეტაპზე გასული და ბარიერგადალახული კონკურსანტების მონაცემები, რაზეც უარი მივიღეთ, ამიომ ეს ფაქტი ჩვენს ეჭვებს  კიდევ უფრო ამყარებს.  ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ კონკურსს."- განაცხადა გოქაძემ.

მან  მერიიდან  მიღებული  წერილი გაასაჯაროვა, სადაც წერია, რომ მერია  ქუაისის თვითმმართველობაში გამართული კონკურსისა და ატესტაციის შედეგების თაობაზე, კონკრეტულად კი ტესტირების ეტაპზე გასული და ბარიეგადალახული კონკურსანტების პერსონალური მონაცემების შემცველ დეტალებთან დაკავშირებით  თქვენთვის მოწოდების  შესაძლებლობა არ აქვთ

გოქაძის თქმით,  ადამიანების დსაქამება   წინასწარ განსაზღვრული ქვოტის მიხედვით ხდება:  "გასაუბრების ეტაპზე ხდება კონკურსანტების "შერჩევა" პარტიული ნიშნით, ძნელია ამის დადასტურება, მაგრამ საკრებულოს დეპუტატებს, მერიას, გუბერნიას აქვთ თავიანთი ქვოტა მისაღები ადამიანების ", - აცხადებს ყოფილი დეპუტატი და ქალაქის მერის მისამართით დასძენს: "მერმა უნდა იცოდეს, რომ იგი ბატონი არაა და მერია მისი სამამულო, ახლა ოცდამეერტე საუკუნეა"– განცხადა გია გოქაძემ  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.


 

ავტორი: ანა ჯიქია