|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი მივლინებით იტალიაში იმყოფება

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მივლინებით იტალიაში, ქალაქ რომში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. "შოთა მურღულია 14 დან 18 დეკემბრის ჩათვლით მივლინებით იტალიის რესპუბლიკის ქ.რომში, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის სახელით იმყოფება. აღნიშნული ასოციაცია საქართველოში მოქმედ ყველა თვითმმართველობას აერთიანებს. ქუთაისის მერი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში ,,Gitizen in my city-citizen in Europe”. კონფერენციის ორგანიზატორია CEMR (ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების გაერთიანება) ეს ორგანიზაცია აერთიანებს 60 თვითმმართველობის ასოციაციას და 150 ათას მუნიციპალიტეტს და რეგიონს", - ნათქვამია განცხადებაში. პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ევროპის სხვადასხვა თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან იგეგმება. შეხვედრაზე განხილავენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, ასევე მოხდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებთან დაძმობილების შესაძლებლობის განხილვა.

ქუთაისის მერი იტალიაში 18 დეკემრის ჩათვლით დარჩება

ავტორი: ანა ჯიქია