|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

“ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არასერიოზული კაცის მორიგი არასერიოზული განცხადება”, - აცხადებს ქუთაისის  ადგილობრივი  თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, დავით დვალი და  და გია გოქაძის დღევანდელ განცხადებას, როგორ  თვითონ ამბობს   მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის“ მიზნით პასუხობ:

გვსურს გავაკეთოთ კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარის გია გოქაძის დღევანდელ განცხადებაზე,  სადაც იგი ქუთაისის  თვითმმართველობაში მიმდინარე საკონკურსო-საატესტაციო პროცესს და მასში დამსწრის სტატუსით ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ კონკურსის მესამე ეტაპის მიმდინარეობას არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება, ხოლო საკონკურსო -საატესტაციო კომისია კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირების)  შედეგებს არ აწვდის.

გოქაძე თუ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლი ანარჩევნებს“ და „სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“,  რომლებიც მუდმივ რეჟმში, როტაციის წესით,  ესწრებიან და აკვირდებიან გასაუბრების პროცესს, ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციებად ვერ აღიქვამს, ეს მისი პირადი პრობლემაა.

კომისიის მხრიდან კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში ასევე ხორციელდება გასაუბრების ჩაწერა იდეოკამერის მეშვეობით.

  რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების შედეგებისმ იწოდებას, ბატონ გოქაძეს წერილობით განემარტა, მოეპოვებინა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით დაცული პირადიინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის  მიღებაზე თანხმობა თავად კონკურსანტებიდან, რისი წარმოდგენის შემდეგაც კომისია კონკურსანტის თანხმობაზე დაყრდნობით გასცემს მისი ე პირადიი ნფორმაციის შემცველ დოკუმენტს.

სამწუხაროა, რომ მიცემული მარტივი განმარტების შინაარსს ბატონი გოქაძე ვერ ჩაწვდა.“-ნათქვამია დავით დვალის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი