|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოაწყო

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი  საკრებულოს   ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა   უმრავლესობის დეპუტატებთან  და მერიის სამსახურებთან ერთად განიხილეს. ოპოზიციური ფრაქციის წევრებს კითხვები  პროექტის  ყველა სფეროსა და მიმართულებაზე ჰქონდათ, რასაც   სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები პასუხობდნენ.

 ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის,  ირაკლი ავალიანის თქმით,  მერიამ  საკრებულოს ბიჯეტის პროექტი   ერთი თვის წინ ჩააბარა, თუმცა  ამ დრომდე ნაიონალების მხრიდან ასეთი დაინტერესება არ  ყოფილა,  თუმცა კარგია,  რომ მაინც მოხერხდა ამ ფორმით ჩართულობა“- აღნიშნა ავალიანმა.  მისი თქმით, „ნაცოინალებს“  კითხვებ  ასე ქონდათ ფომულირებული -  თუ არის გაზრდილი თანხა რომელიმე მიმართულებაზე , რატომ არის,  თუ არ არის გაზრდილი დაფინანსება, რატომ არ არის... ხომ შეიძლება ბიუჯეტი არ შესრულდეს? და ასე შემდეგ.   ასეთი რამ არ მოხდება!"- განაცხადა ირაკლი ავალიანმა.

შეხვედრაზე  შენიშვნები  გამოითქქვა  ტრანსპორტის მოაკრებელთან დაკავშირებითაც; ნაციონალური მოძრაობის“  წევრები ფიქრობენ,  რომ, შესაძლოა,  მოხდეს ტრანსპორტის გაძვირება,  რასაც ასევე არ ეთანხმება ირაკლი ავალიანი: "დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მოსაზრებების ჭიდილი, ბესო  ბრეგაძე  ფიქრობს, ამ კუთხით ბიუჯეტი ვერ შესრულდება. ჩვენ ვფიქრობთ,  რომ შესრულდება,  გაიზრდება გადახდიანობა. ვფიქობთ,  ეს არ არის იმხელა თანხა,   პრობლემა შეექმნას ბიუჯეტს."

 

ავტორი: ანა ჯიქია