|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უპირებენ გარემოვაჭრეებს

გარევაჭრობის საკითხის პოლიციური მეთოდებით გადაჭრის  მომხრეა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს ბაქარ ჭეიშვილი. "გარემოვაჭრეთა პრობლმის გადაწყვეტა მოხდება პოლიციის ძალით. მათ აქვთ ამის ბერკეტი. შემოიღონ საჯარიმო სანქციები. ეს შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს მათთვის  და ვნებათაღელვა გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ვიმედოვნებ,  ყველაფერი კარგად ჩაივლის."- განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა დღეს

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისა და უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრაზე, სადაც   უმცირესობის დეპუტატებმა  განხილულ საკითხებს შორის გარემოვაჭრეთა თემაც  წამოჭრეს.  ისინი დაინტერესდნენ როგორ მოხდება ამ პრობლემის  გადაჭრა, რაზეც  პასუხი  ბაქარ ჭეიშვმილმა გასცა. 

ავტორი: ანა ჯიქია