|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

IDFI საგანგებო განცხადებას აკეთებს

IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სურს გაამახვილოს ყურადღება შემდეგ გარემოებებზე:

გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე, რაც ჩვენი აზრით ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას. 

 გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი. დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად იქნა გაკეთებული მინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან. რაც ასევე შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გიორგი კლდიაშვილისთვის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვისთვის.

 IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ.

ავტორი: ნიუპრესი