|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

 პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია  "ეროვნული ყრილობის" აღმასრულებელი საბჭოს წევრების ორგანიზებით გაიმართა. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეების კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, ამიტომ ისინი დაუყონებლივ უნდა გადადგნენ

"დღეს ჩვენი შეკრება ხელისუფლებისთვის არის გამაფრთხილებელი აქცია. ხელისუფლებას მიცემული აქვს დრო 22 დეკემბრამდე, მათი გადასაწყვეტია, აღასრულებენ თუ არა, ხალხის ნებას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ

 "ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს მთავრობა ხალხს დაეხმაროს. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენი არჩეულები არიან და ჩვენვე გადავაყენებთ", - განაცხადა სოციალური სამმართლიანობის დაცვის ცენტრის თავმჯდომარემ, გოჩა როხვაძემ.

აქციას იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსგავს გამოსვლებს მომავალშიც გეგმავენ.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი