|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები გიორგი კლდიაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ


საქართველოში მმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები  IDFI-ს დირექტორის,  გიორგი კლდიაშვილის ორდღიან დაკავების ფაქტს ეხმიანებიან და აცხადენენ,  რომ სამართალდამცავთა არაადეკვატური მოქმედებები შესაძლებელია უკავშირდებოდეს კლდიაშვილის აქტიურ პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო კამპანიაში ჩართულობას.

 

" მიგვაჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კუთვნილი იარაღი ხელოსანთან წაიღო იარაღის გადაზიდვის წესების დარღვევით. ამ დარღვევას გიორგი კლდიაშვილი თავადაც აღიარებს. თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ კლდიაშვილის ეს ქმედება წარმოადგენს არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას."

განცხდებას, რომელსაც ხელს აწერენ  10 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA) "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო",  ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო",  "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" CiDA,  "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აწერს, ნათქვამია: "მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და ყველა დამრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; შეწყდეს გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (სსსკ-ს 105-ე მხ.); მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციათა მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, ქვეყნის მოღალატეებად, ძირგამომთხრელებად შერაცხვაზე, რადგან, სხვა არასასურველ შედეგებთან ერთად, შესაძლებელია, ასეთი დაუფიქრებელი გამონათქვამები გახდეს სამართალდამცავთა მხრიდან ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და არაადეკვატური რეაგირების წამახალისებელი.", -აცხადებენ არასამთავრობოები.

ავტორი: ნიუპრესი