|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ხუთოსანი“ მძღოლები გამოჩნდნენ

ქუთაისში,  საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით გადადგილდებიან.  წითელ და თეთრ მაისურებიანი მძღოლები #4ა, # 100,#38, #50, #52 და # 34 საქალაქო მიკროსაავტობუსო ხაზებზე შეიმჩნევიან. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლებს მაისურების ჩაცმას მერიიდან აიძულებენ, თუმცა თავად  ეს უკანასკნლები აცხადებენ, რომ მაისურები საკუთარი სურვილით შეიძინეს.

სხვები კი ამბობენ, რომ "ნაციონალების" მაისურების ჩაცმა დღეს დილით აიძულეს.

"დღეს დილით მოვიდნენ და მითხრეს რომ უნდა ჩამეცვა. ამ ჟურნალისტების გადამკიდე ვეღარ ვმუშაობ ნორმალურად, ყველგან დამდევენ," – ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს #50 და #52 მიკროავტობუსების მძღოლები. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე