|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება

საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომებიც გაიმართება. 
უკვე ცნობილია ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.  დღის წესრიგში  რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება დგას, რომელიც ცესკოს ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევ პირებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ეხება. პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში  უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და მასთან ერთად, ორ მოსამართლეს აირჩევს.
 პარლამენტში განსახილველად  41 პროექტისგან შემდგარი პაკეტია წარდგენილი, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. დღის წევრიგში ასევე  დგას ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას ეხება. სავარაუდოდ, განხილვები სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის გარშემოც გაგრძელდება .
გარდა ამისა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტი უნდა მივიდეს. წინასწარი ინფორმაციით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის  წინაშე 18-20 თებერვალს წარსდგება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა