|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომან გოცირიძე: "მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს"

ხვალიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. რას გამოიწვევს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება?  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განმარტებით, მონეტერული პოლიტიკის გამკაცრება ბრუნვაში ფულის მასის შემცირებას ნიშნავს, რასაც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემცირება და უმუშევრობის   ზრდა მოსდევს.

„საქართველოში დღეს ფულის მასა ისედაც ნაკლებია, რადგან  არ ხდება  მისი გენერირება ეკონომიკური ზრდის საშუალებით. ახლა ეროვნული ბანკი იძულებულია მიმართოს  მის კიდევ უფრო შემცირებას, ეს ნიშნავს ეკონომიკის შემცირებას, უმუშევრობას, სამუშაო ადგილების დაკარგვას“, - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში რომან გოცირიძემ. მისი განმარტებით ამ ღონისძიებამ შედეგი შესაძლოა მხოლოდ მცირე ხნით გამოიღოს, თუმცა თუ არ მოხდა ეკონომიკის ზრდა, ლარის კურსის ვარდნა ისევ გაგრძელდება. მისი თქმით, „შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი, თუ მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინებას"-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

  წყარო:  "რუსთავი 2"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა