|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობო ორგანიზაციები ეთიკის კოდექსზე მუშაობას იწყებენ

არასამთავრობო ორგანზაციები ეთიკის კოდექსზე მუშაობას იწყებენ. მესამე სექტორის წარმომადგენელთა განმარატებით, ყოფილი პრემიერის მიერ მათი მისამართით გაკეთებული განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრეტიტაციას ისახავდა მიზნად.

"ჩვენ ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის შექმნას, რათა სხვა ორგანიზაციებმაც დაადგინონ იგივე სტანდარტები საქმიანობის გამჭვირვალეობის, რაც გვაქვს ჩვენ,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ. 

 ეკა გიგაურის თქმით,  ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის  მათ პიროვნებებს და საქმიანობას შეისწავლიდა,  შეიცავს პირდაპირი ზეწოლის ნიშნებს. 

"მას რომ ეთქვა, რომ ის სწავლობდა ორგანიზაციების საქმიანობას და საუბრისას გაებათილებინა ჩვენს მიერ შემუშავებული და უკვე დადებული დასკვნები, ეს იქნებოდა კრიტიკა. მან რაც გააკეთა, ეს პირდაპირი ზეწოლაა არასამთავრობო სექტორზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

როდის დაიწყებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ეთიკის კოდექსის შექმნაზე მუშაობას,  ეს ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა