|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების განუბაჟებლად გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან ფარულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები შემოიტანა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე 
ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა