|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შერმადინ მიქელთაძე: "ონიანის და ღავთაძის მმართველობამ უნივერსიტეტს კატასტროფული შედეგი მოუტანა"

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი   შერმადინ მიქელაძე სოციალური ქსელით ამავე უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს გიორგი ონიანს და გიორგი ღავთაძეს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ონიანის და ღავთაძის მმართველობამ  უნივერსიტეტს კატასტროფული შედეგი მოუტანა.

„მივმართავ,  ბატონებს გიორგი ღავთაძეს და გიორგი ონიანს, თქვენ ატყუებთ სრულიად საქართველოს, ქუთაისს, თითოეულ მოქალაქესთითოეულ სტუდენტსბატონებო,  ორთავე თქვენგანის მმართველობის საქმიანობის კატასტროფული შედეგი სახეზეა, სამწუხაროდ, საქართველოს ოთხი საუკეთესო უნივერსიტეტი თავისი რეიტინგით სირიის, ერაყის, ავღანეთის და ბანგლადეშის უნივერსიტეტებს უტოლდება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 10000 უნივერსიტეტის სიებშიც კი ვერ ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგი უბედურების ზონას უტოლდება“, -წერს შერმადინ მიქელთაძე.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი მსოფლიო უნივერსიტეტების  სიასაც აქვეყნებს,  რომელთა რეიტინგი ჩამორჩება ერაყის, სირიის, ბანგლადეშის და ავღანეთის ასევე ლათინური ამერიკის და აფრიკის განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგებსქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12848 ადგილზეა..  შედარებისათვის, 10647 ადგილით ჩამოვრჩებით ილიას უნივერსიტეტსაც კი (12848- ადგილზე).

"ნუთუ ასეთი ფასეულია ის სავარძელი, რომელიც გეკავათ და კიდევ გსურთ, ნუთუ მისი ფასი სრულიად ქუთაისში საუნივერსიტეტო ცხოვრების ჩაკვლის ტოლფასია“,- წერს შერმადინ მიქელთაძე.  

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შესახებ მან „newpress.ge- სთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის  რექტორობა სწორედ იქ არსებული კატასტროფული მდგომარობის გამო გადაწყვიტა. “ უნივერსიტეტში არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები მოვახმარო სასწავლებელს. ჩემი პროგრამა ვფიქრობ ერთ-ერთი წარმატებულია, რომელივ უკვე დევს უნივერსიტეტის ვებ გვერზე“,  - განაცხადა შერმადინ მიქელაძემ.

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, მასში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი, მათ შორის შერმადინ მიქელთაძე მიიღებს.

 


ავტორი: ანა ჯიქია