|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა მეფარიშვილი საკუთარ პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაცია  იმერეთის გუბერნატორის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. "იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საკუთარ პოზიციაზე რჩება და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთავრობისა თუ სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციის საქმიანობა, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკა გამჭვირვალეა და ნებისმიერი ცვლილების შესახებ საზოგადოებას დაუყონებლივ ეცნობება", -ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ზაზა მეფარიშვილის  მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გუბერნატორის პოზიციაზე გელა ჭიჭინაძის კანდიდატურა მოიაზრება.





ავტორი: ანა ჯიქია