|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ბარამიძეს, შესაძლოა, სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან

სამართალდამცავები სოფელ ეცერში ჩატარებული სეპცოპერაციის საქმის გამოძიებას, რომლიც „აფრასიძეების სპეცოპერაციად" არის ცნობილი, უახლოეს მომავალში დაასრულებენ.

"აფრასიძეების საქმედ" ცნობილი სპეცოპერაცია, იმ დროს უკავშირდება, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე იყო. აფრასიძეების ოჯახის წევრები ბარამიძის და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ, მათი სარჩელი სტრასბურგშიცაა გაგზავნილი.

პროკურატურამ შემთხვევის ადგილზე მოკვლევა უკვე ჩაატარა, დაკითხულია აფრასიძეების ოჯახის ყველა წევრი და მეზობელი. აფრასიძეების ოჯახი გიორგი ბარამიძის დაკითხვასაც ითხოვს. 

ოჯახის ადვოკატის მიხეილ ჯანგირაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდა, ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიორგი ბარამიძის და ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. 

პროკურატურამ საკანონმდებლო ორგანოს გიორგი ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობა გადაუგზავნა. ამ ინფორმაციას დეპუტატები არ ფლობენ, მაგრამ უმრავლესობის წევრები განცხადებით, თუ ეს საკითხი დადგა, ის აუცილებლად განიხილება. 

სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 აგვისტოს ჩატარდა. დაიღუპა აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი, ევგენი და ომეხ აფრასიძეენი, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლდნენ.


  reportiori.ge

 

ავტორი: ნიუპრესი