|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ბალნეოპარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

წყალტუბოში ბალნეოპარკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები  დასასრულს  უახლოვდება.  მცირე ზომის ნაგებობების, მინი გოლფის მოედნის, დასასვენებლი სკვერების, ხიდების, სადრენაჟე და განათების ქსელის მოწყობასთან ერთად გრძელდება ბილიკების მოპირკეთებისა და ძელსკამების დადგმის სამუშაოები.  მიმდინარეობს N2 სააბაზანოს მშენებლობა,  რომელიც უახლოეს მომავალში პაციენტების მომსახურებას N 1 და N6 აბაზანების პარალელურად უზრუნველყოფს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, მაისის ბოლოსათვის დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა დასრულდება.  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (50 მილიონი ლარი) გრძელდება დაწყებული პროექტები (ყოფილი რკინიგზის სადგურის, საკონცერტო დარბაზ,,ივერიის’’, გამგეობისა და საკრებულოს შენობების რეაბილიტაცია).

ავტორი: ნიუპრესი