|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი დეპუტატები თურქეთში ფეხბურთს ითამაშებენ

 ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში "ტორპედოს" შემდეგ  ქართველი დეპუტატებიც წავიდნენ, ქართველი დეპუტატები მინიჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.  ერთმანეთს უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. საქართველოს დელეგაცია 13-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

 ქართული საპარლამეტო ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ზაქარია ქუცნაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გაგა კახიანი, თემურ ფეიქრიშვილი, სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაისურაძე, დავით ლორთქიფანიძე და შოთა ხაბარელი. ფეხბურთის სათამაშოდ ასევე  ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი გაემგზავრნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ მინიჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა. საპარლამენტო გუნდებს შორის მატჩები 7 და 8 იანვარს გაიმართება. 

 დეპუტატების  მგზავრობის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ლერი ხაბელოვი ავრცელებს. საქართველო ამ ტურნირში პირველად მონაწილეობს.

საფეხბურთო მატჩის გამო  პარლამენტში სხდომა დღეს აღარ გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი