|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარ  ავტოავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, ახლახანს,  აღმაშენებლის გამზირის 27 ნომერთან მოხდა. ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იგი გზის გამყოფ ხაზზე იმყოფებოდა.  

როგორც Newpress.ge -ს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურიდან აცნობეს, დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.

ავტორი: ანა ჯიქია