|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თამარის ციხეზე" არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება

გეგუთში, თამარის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს,  საგენტოს დირექტორის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის თქმით, უკვე დასრულდა სასახლის დანგრეული გალავნის აღდგენის სამუშაოები. დასრულებულია სასახლის ფასადის განათებაც. იგეგმება სასახლემდე მისასვლელი გზის განათების სამუშაოებიც. "ამჟამად გრძელდება ძეგლის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებული ნაწილების აღსადგენად", - აცხადებს გაფრინდაშვილი. 
თამარის ციხე, რომლის ძირითადი ნაწილი მე-12 საკუკუნით თარიღდება, 1955 წელს არქიტექტორ ვ.ცინცაძის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სასახლე სამი ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება. კვლევებში ნათქვამია, რომ "აქ ჯერ ერთადერთი ბუხრიანი ოთახი ყოფილა, მეფე გიორგის დროს აგურისაგან ააშენეს დიდი დარბაზი, დარბაზის შუა ნაწილს გუმბათი ხურავდა, ოთხ მხარეს კი, ჯვრის მკლავებივით მიემართებოდა კამარებით გადახურული ღრმა უბეები." გეგუთის ციხის განვითარების კონცეფციის შესახებ კონკურსი გამოცხადეება.  ამ კონცეფციის მიხედვით გადაწყდება თამარის ციხე მთლიანად აღდგება, თუ მხოლოდ კონსერვირდება.
 

ავტორი: ნიუპრესი