|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი 2010"-მა "ოლიმპი" დაამარცხა

ქუთაისის  საკალათბურთო გუნდმა  „ქუთაისი 2010“ დედაქალაქის გუნდს  ოლიმპ უმასპინძლა და ანგარიშით 83:76 დაამარცხა. სუპერლიგის მეორე წრის საწყისი შეხვედრა საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა.  პირველი ათწუთის განმავლობაში სტუმრებმა 5 ქულით დაწინაურება მოახერხეს, მეორე მეოთხედი თანაბარი გამოდგა. კრიტიკულ მომენტში ზუსტი 3-ქულიანი სროლით თავი  დავით ბარბაქაძემ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. „ქუთაისი 2010“- ის  ახალწვეულის, სლოვენიელი ლეგიონერის მირზა სარაილიას მიერ ზედიზედ ექვსჯერ  ნასროლი საჯარიმო ზუსტაღმოჩნდა

ქუთაისური გუნდის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები  დავით ბარბაქაძე (18 ქულა), მირზა სარაილია (16) და ზაურ ფაშაევი (12) აღმოჩნდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი