|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეიმურაზ ნადირაძე: "ხელბურთი ჩემი სპორტია"

 იმერეთის  ხელბურთის ფედერაციას  თეიმურაზ ნადირაძე უხელმძღვანელებს, ნადირაძის კანდიდატურას მხარი დღეს  იმერეთის  ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დაუჭირეს, რომელსაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.  

პროფესიით ექიმი  ნადირაძე  ქუთაისის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს. იმერეთის  ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მან დავით აბულაძე შეცვალა.  "ხელბურთი ჩემი სპორტია, 2 წელი საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. როცა შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობიდან. ვეცდებით, ხელბურთში საპრიზო კატეგორიები შევინარჩუნოთ, ქუთაისში არ გვყავს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, მაგრამ უნდა გვყავდეს, ახალგაზრდული ნაკრებიც უნდა გვყავდეს.  ამ ყველაფრის შექმნა და გაკეთება იგეგმება", -განაცხადა  იმერეთის  ხელბურთის  ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

ავტორი: ანა ჯიქია