|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ინფორმაციას შეიცავდა FBI-ის ექსპერტიზის დასკვნა ჟვანიას მკვლელობაზე?

გოგლა ჟვანია "რუსთავი-2"-ზე გასაჯაროვებულ FBI-ს დასკვნას და ამ ნაბიჯს "საცოდავების უკანასკნელ შანსს" უწოდებს. მისი თქმით, ეს პიკანტური დეტალები სინამდვილეში არ არსებობს და ნაციონალების შეთითხნილია.

 ჟვანია გადაცემა ,,არჩევანში" დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც FBI-ს ექსპერტიზის დასკვნის აქამდე დახურული ნაწილი გახმაურდა. მისი განცხადებით, ამ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა, რადგანაც საზოგადოებამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანაის გარდაცვალების ადგილზე არატრადიციული სექსუალური აქტის სცენა დახვდათ. თუმცა ჟვანია აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოწყობილი, რადგანაც მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა.

 გოგლა ჟვანიას  თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას" სურს ადამიანი ლაფში ამოსვაროს, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ცოცხალი იქნება თუ გარდაცვლილი. ,,მრავალჯერ ისაუბრეს და ყველამ კარგად იცის, რა ვერსიაც არის შეთითხნილი. მე არასდროს ამირიდებია ამ თემაზე საუბრისგან თავი. ეს არის ამ საცოდავების უკანასკნელი შანსი. ეს პიკანტური დეტალები იმიტომ შეთხზეს, რომ ჩვენ, ოჯახი გავჩერებულიყავით, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ. უკვე ხედავენ და გრძნობენ, რომ შედეგი დაიდება და გამოძიება სწორ გზაზე დგას," - აცხადებს გოგლა ჟვანია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე