|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დღეს იმსჯელებს

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც რეფინანსების განაკვეთთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 4 პროცენტია. 
გაზრდის თუ არა განაკვეთს ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, დღეს გაირკვევა. 
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ბანკი პროცესების განვითარებას დააკვირდება და ამის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. 
უმრავლესობის დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უფრო ადრე სჯობდა, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ბერკეტი აამოქმედოს, 
„ლარი ცუდ მდგომარეობაში არ არის, კურსი მცოცავია და ეს რყევები ყოველთვის მოსალოდნელია“, - განაცხადა ტყემალაძემ. 
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2 ლარსაც კი გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი დღეს 2.0421 ლარი ღირს.

ავტორი: ნიუპრესი